6 მარტი, 2016

იწვევს თუ არა წიგნის ბევრი კითხვა ფსიქიკურ აშლილობას?!

1bevri-kitკაცობრიობის ისტორიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უამრავი ფაქტია ჭკუიდან შეშლილ მეცნიერებზე, მწერლებზე თუ ხელოვანებზე. ნუთუ ფსიქიკური დაავადების „ვირუსი“ მართლაც არსებობს შემეცნების პროცესში? ერთი შეხედვით ამოუცნობი ფენომენია, შეიძლება თუ არა სწავლისგან ჭკუიდან შეშლა.

დიდი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა: „რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებ დანაშაულს ჩაიდენსო!” მართალია დანაშაულის ჩადენა ცოდნის ფლობაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაშიც რომ ცოდნის ფლობის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ, ესაა მნიშვნელოვანი.

საბჭოთა წყობილების დროს საქართველოში ყველაზე მეტი წიგნი იყიდებოდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ამ ფაქტზე დაყრდნობით, სტატისტიკოსებმა მცდარი მოსაზრება დადეს. ვინაიდან იმ ეპოქაში კარგ ტონად ითვლებოდა საოჯახო ბიბლიოთეკა, რომელსაც მხოლოდ ოთახის დეკორაციის ფუნქცია ჰქონდა. ეს იგივეა რაც, ავად გახდომის დროს იყიდო მედიკამენტი, მაგრამ არ დალიო.

ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი რა პროფესიული მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს იგი, მაგალითად, ტრაქტორისტი, მეცნიერი ან ხელოვანი გახდეს, მაინც ხომ სულიერად დაავადებული რჩება. შედეგად გახდება დაავადებული ტრაქტორისტი, მეცნიერი, ხელოვანი. და არა პირიქით, ტრაქტორისტობა ან მეცნიერება კი არ გამოიწვევს სულიერ დაავადებებს. ფსიქიკური აშლილობა ჰგავს ვულკანს, სანამ არ ამოიფრქვევა იქამდე ვერ ამჩნევენ.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უსაფრთხო გარემოს გვიქმნის ყველანაირი ბუნებრივი სტიქიისგან დასაცავად. ჩვენ მხოლოდ ერთი „სტიქიის“ უნდა გვეშინოდეს. ამ სტიქიას უწიგნურობა ჰქვია. რომელიც წალეკვით ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

ადამიანი რომლისთვისაც შემეცნება არასასიამოვნო პროცესია, საჭირო თავშესაფარს ყოველთვის იპოვნის, თუ რატომ არ უნდა იკითხოს წიგნები. იმ ადამიანების კატეგორია ვისაც ეშინია ან სჯერა ბევრი კითხვისგან გაგიჟების, ეს ის კონტიგენტია სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში დიდი მონდომებით რომ არ გამოირჩეოდნენ.

„იკითხეთ წიგნები უკეთესად იქნებით!“

კახა ბოხუა