8 მარტი, 2016

არაჩვეულებრივი მულტფილმი სიყვარულზე

multfilmiდედამიწას სიყვარული ატრიალებს! – ბრძანებს ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო.

“არტინფო” გთავაზობთ არაჩვეულებრივ მულტფილმს სიყვარულსა და წარმატებაზე, რომელიც ორ ადამიანზეა: ბიჭს არასოდეს უმართლებს და ყველაფერი მის წინააღმდეგოდ არის განწყობილი, გოგონას კი ფორტუნა მუდამ სწყალობს…

და მაშინ, როდესაც ორივეს ასე ყოფნა სასტიკად მობეზრდა, ბედმა ისინი ერთმანეთს შეახვედრა.

ეს ანიმაცია გვასწავლის, რომ როგორიც არ უნდა იყო, ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებს და შენს ცხოვრებას კიდევ უფრო ლამაზს და საინტერესოს გახდის.