16 მარტი, 2016

არ გამოტოვოთ წრიპა ბიჭის წვეულება!

wripa-bichi1ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური” მსოფლიო ბესტსელერია. მსოფლიოს 90 ქვეყანაში მისი 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული. ქართულად ეს წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა.

წრიპა ბიჭმა გრეგ ჰეფლიმ ბევრი ქვეყანა შემოიარა და ახლა საქართველოს ესტუმრა.

გრეგს მთელ მსოფლიოში უამრავი მეგობარი ჰყავს. მას სურს, საქართველოშიც დაუმეგობრდეს პატარებს, რომლებსაც თავის თავგადასავალს მოუყვება. ამიტომაც წრიპა ბიჭმა გადაწყვიტა, დიდი წვეულება მოაწყოს და ყველა პატარას ეპატიჟება, რომელსაც მასთან დამეგობრება სურს. გრეგ ჰეფლი ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭია, მან თქვენთვის ბევრი ტკბილეული, უამრავი მხიარული თამაში და სიურპრიზი მოამზადა.

თუ გსურს წრიპას დაუმეგობრდე, ის მოუთმენლად გელის თავის წვეულებაზე ოთხშაბათს, 30 მარტს, 17:00 საათზე, ევროპის სახლში, მისამართზე თავისუფლების მოედანი 1.

თუ ჯერ არ გაგივლიათ რეგისტრაცია, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს FB გვერდზე შემდეგი ინფორმაცია: სკოლა, კლასი, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი.