5 თებერვალი, 2016

ვალერიან შიუკაშვილი: “ბოდიშს მოვითხოვ”

1valerian-shiukashviliპიანისტი ვალერიან შიუკაშვილი არასოდეს გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით. ის ჩუმად და გულიანად ემსახურება თავის საყვარელ საქმეს და მუსიკის უმაღლეს აკადემიაში ჭეშმარიტი ხელოვნების მოყვარულებს პროფესიონალებად ზრდის.

გოგი თოფაძის გამოსვლა პარლამენტში ის საკითხი გახდა, რომელმაც ვალერიან შიუკაშვილს დუმილი დაარღვევინა.

ვალერიან შიუკაშვილი:

“ბატონო გოგი!!! თქვენი გამოსვლა უფრო დატუქსვას გავდა, ვიდრე ჩამოყალიბებულ აზრს!!! ძალიან შეგეშალათ…

ამას ალბათ უვიცობას დავაბრალებთ, ვიდრე თქვენ პოლიტიკურ სვლას… და კიდევ !!! თუ ის იცით, თუ როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი, ისიც უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა ელაპარაკოთ პრეზიდენტს!!!

ბოდიშს მოვითხოვ, რომ უფროს ადამიანს ესე დაგელაპარაკეთ… დაუნ საზოგადოებას გვეპატიება…”