14 თებერვალი, 2016

თოჯინების თეატრი სამშვილიანი დედის გადასარჩენად

1mari-burduli-3-shvilis-dedaთბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი 3 შვილის დედის გადასარჩენად საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.

ოთხშაბათს, 17 თებერვალს თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება მარი ბურდულისთვის გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.

მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედაა. მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა, რაც სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით.

საქველმოქმედო სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია, წარმოდგენის დასაწყისი – 20 საათი. საქველმოქმედო სპექტაკლი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართება.