21 თებერვალი, 2016

სოხუმის ციხე-სიმაგრე საფრთხის წინაშეა

1soxumis-cixe-simagreაფხაზეთში მდებარე არაერთი ძეგლი ქართული კვალის წაშლის საფრთხის წინაშეა.ილორის XI საუკუნის ძეგლის, დრანდას VII საუკუნის ძეგლის შემდეგ, სოხუმში ისტორიული ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აფხაზეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ბატალ კობახიას თქმით, სოხუმის ციხე-სიმაგრის მდგომარეობა ურთულესია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა და მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გარდაუვალია.

ოფიციალური სოხუმის ინფორმაციით, ციხე-სიმაგრეზე ძირითადი გადაუდებელი სამუშაოები ქალაქის 2500 წლის იუბილესთვის უნდა დასრულდეს, რომელიც 2016 წელს ივლისის პირველ შაბათს აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება განახლებულ ციხე-სიმაგრეშია დაგეგმილი.