მსახიობი რამაზ იოსელიანი გიორგი ბახუტაშვილს დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება კოლეგის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
გიორგი ბახუტაშვილმა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიმართა:
“მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო).
ჰოდა მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ:
როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა გოგორიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახსენებს კახა კინწურაშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახენებს დავით ბეშიტაიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
და როდესაც ვინმე ახსენებს მიშა ჩარკვიანს – იცოდეთ, რა დონს პროფესიონალზე ლაპარაკობენ!“
გიორგი ბახუტაშვილის განცხადებას ფოთის თეატრში მოღვაწე რამაზ იოსელიანი ასე გამოეხმაურა:
„იქნებ დაოკდეთ? რა ლაპარაკია ეს? უკაცრავად შვილებო და იქნებ მითხრათ მე “დრამკრუჟოკი”-დან ვარ? ვერ გრძნობთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ?“