2 თებერვალი, 2016

ქართველმა მომღერალმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

1otar-nakashidzeიტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართული საერთაშორისო კონკურსი “Anselmo Colzanis” ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტმა ოთარ ნაკაშიძემ დაიკავა. გამარჯვებასთან ერთად ის პუბლიკის რჩეულადაც დასახელდა.

საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 150 შემსრულებელი მონაწილეობდა.

ოთარ ნაკაშიძემ პროფესიული სტაჟირება იტალიის ქალაქ მილანის სამუსიკო აკადემიაში გაიარა.

ოთარ ნაკაშიძე:

“ბედნიერი ვარ, იტალიაში გავიმარჯვე სახელოვანი იტალიელი ბარიტონის “Anselmo Colzanis” საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე. ასევე გავხდი პუბლიკის რჩეული!! დიდი მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანეთ ჩემს წარმატებაში!! ყველანი ძალიან მიყვარხართ!!”