7 თებერვალი, 2016

ნანი ბრეგვაძის სიურპრიზი მსმენელს

1naniმომღერალი ნანი ბრეგვაძე თავის ერთგულ მსმენელს ყოველთვის ანებივრებს სიახლეებით. მომღერალი შვილთან და შვილიშვილთან ერთად კონცერტების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარია.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ნანი ბრეგვაძე სიმღერის “გზები მაინც გამინათე მთვარეო” ახლებურ ვერსიაზე. ეს სიმღერა მორის ფოცხიშვილის ლექსზე გიორგი ცაბაძემ ყველასათვის საყვარელი მიუზიკლისთვის “ვერის უბნის მელოდიები” შექმნა.

სულ მალე ეს სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება. ახლებური არანჟირების ავტორი დათო მაზანაშვილია. კომპოზიცია სპეციალურად ნანი ბრეგვაძისთვის, ეკა მამალაძისთვის და ნატალია ქუთათელაძისთვის იწერება.