1 თებერვალი, 2016

მედეა ამირანაშვილის ,,ჭრიჭინა’’ 60 წლის შემდეგ

1medea-amiranashvilis88 წლის ლეგენდარული საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი 60 წლიანი პაუზის შემდეგ “ჭრიჭინას” სიმღერას დაუბრუნდა.

სიკო დოლიძის ფილმში მთავარი პერსონაჟის, ლეილა აბაშიძის ჭრიჭინას სავიზიტო სიმღერას სწორედ მედეა ამირანაშვილი ასრულებს.

არაერთი თაობის აღმზრდელმა სოპრანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილ ნიჭს ვერც ასაკი და ვერც დრო ვერაფერს აკლებს.

ვიდეომასალა ია ფარულავამ გაავრცელა, სადაც მსოფლიოში აღიარებული სოპრანო სულხან ცინცაძის ცნობილ სიმღერას ასრულებს.

მედეა ამირანაშვილს განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ვარსკვლავი 31 იანვარს გაუხსნეს და განახლებული “აბესალომ და ეთერი” მას მიუძღვნეს.

 

ჭრიჭინა 60 წლის მერე????

Posted by Ia Parulava on Monday, 1 February 2016