1 თებერვალი, 2016

,,იმედის გმირები” დაიხურა

1imedis-gmirebi5 წლიანი არსებობის შემდეგ, ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ადამიანური გადაცემა “იმედის გმირები” დაიხურა. გადაწყვეტილება ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობამ მიიღო.

ინფორმაციას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“მეწყინა – 5 წლის შემდეგ გადაცემა “იმედის გმირები” დაიხურა.
ამ გადაცემის არსებობა იყო გმირობა. სამწუხაროდ, ვერ გაუძლო ტელეკომპანიამ.”

გოგა ჩანადირმა ოფიციალური წერილით ტელეკომპანია “იმედსაც” მიმართა:

“ძალიან მეწყინა, რომ გადაცემა “იმედის გმირები” დაგიხურავთ.

ცხადია, ეს არ იყო კომერციული გადაცემა და ფულს ვერ შემოიტანდა, მაგრამ სამაგიეროდ, მოჰქონდა მართლა იმედი იმისა, რომ საქართველოს თქვენი გმირების გამო, მომავალი არ დაუკარგავს.

ტელევიზიის მხრიდან ამ გადაცემის გაშვება გმირობა იყო. როგორც ჩანს, ვერ გაუძელით ამ გმირობას.

თუ, ვინიცობაა, გააანალიზებთ, გადაცემის გულშემატკივრებს რა დაგვაკელით, ესე იგი, თქვენი გმირობის დაბრუნებას უნდა მოველოდოთ.

და კიდევ, დიდი მადლობა ამ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფსა და გმირებს.”