2 თებერვალი, 2016

დათო არჩვაძე ტყუპების მამა გახდა

1dato-archvadzeანსამბლ “ქართული ხმების” ახალი თაობის მომღერალი დათო არჩვაძე ტყუპების მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, ეთუნა ფარეხელაშვილს ტყუპები შეეძინათ.

დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ.

წყვილს 2 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ბედნიერი მშობლები უკვე იღებენ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს.

დათო არჩვაძე 4 შვილის მამაა. მას პირველი ქორწინებიდან, მომღერალ სოფო კუკჭავასთან 8 წლის გოგონა, თამარი ჰყავს.