19 თებერვალი, 2016

“ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდაზე დაკრძალვა პანთეონის შეურაცხყოფაა”

1keti-qurdovanidzeმწერლისა და მთარგმნელის ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

თავდაპირველად მისი დაკრძალვა საბურთალოს პანთეონში იყო დაგეგმილი, თუმცა მოქალაქეებმა სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, სადაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასთან დაკავშირებით და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე ასე გამოეხმაურა:

“ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდაზე დაკრძალვა არის უმეცრება და შეურაცხყოფა ზოგადად მთაწმინდის პანთეონის მნიშვნელობისა. მიუხედავად იმისა, რა დონის მთარგმენლიც უნდა იყოს ის (თუმცა ესეც სადავოა).”