5 იანვარი, 2016

თინათინ მაღალაშვილი გაქურდეს

1tinatin-magalashvili-gaqurdesდიზაინერი თინათინ მაღალაშვილი გაქურდეს. ინფორმაციას დიზაინერი თავად ავრცელებს. მძარცველები თბილისში, საბურთალოზე მდებარე მის სალონში შეიპარნენ, საიდანაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეგროვილი საახალწლო საჩუქრები და თანხა წაიღეს.

თინათინ მაღალაშვილი:

“დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი… ბევრი არაფერი, თანხა და რამდენიმე სათამაშოა წაღებული, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის გვქონდა შეგროვილი, მადლობა ღმერთს, რომ თითქმის ყველა დავარიგეთ ახალ წლამდე! მაგრამ ფაქტი გულს მიკლავს! შეიძლება მოიპარო ფული, მაგრამ ბავშვების საჩუქარს ხელი როგორ უნდა მოკიდო!!! წერილ დაკრულს!! ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც არ შეაწუხებს ნამუსი?!!!!”