24 იანვარი, 2016

თიკა მახალდიანი გათხოვდა

1tika-maxaldianiმომღერალი თიკა მახალდიანი, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ჯეოსტარიდან” გაიცნო, გათხოვდა. ის რამდენიმე თვის წინ საყვარელ ადამიანზე დაინიშნა და დღეს მათი ბედნიერება ქორწილით და ოჯახის შექმნით დასრულდა.

თიკას რჩეული ბიზნესმენი თემო პირველაშვილია. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა საქორწილო სუფრა მცხეთაში, რესტორან “ძველ არმაზში” გაშალა.

ქორწილის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. თიკას და თემოს გაბედნიერება უამრავმა ადამიანმა მიულოცა და საუკეთესო სურვილები უსურვა.