13 იანვარი, 2016

თათია შარანგია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1tatia-sharangiaპიანისტი თათია შარანგია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძის ყოფილი მეუღლე საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას ურჩევს.

თათია შარანგია:

“როდესაც ადამიანებზე წარმოდგენა გეკარგება!!!

ყველაზე მტკივნეული ამ ქვეყნად უსამართლობა მგონია, ყველაზე მდაბიო კი ის ადამიანები, ვისაც მდგომარეობა, სიტუაცია, რაღაც ქაღალდები (რომლითაც გონიათ ადამიანების კეთილგანწყობასაც იყიდიან) ცვლით, ავიწყდებათ საიდან მოდიან, ავიწყდებათ ვინ გაუწოდა ხელი წამოდგომისას, ან უბრალოდ ავიწყდებათ ადამიანური საქციელი…

ვინატრებდი ჩემს გარშემო გაიფილტროს ასეთი ადამიანები, ასეც მოვიქცევი…

მე მიყვარს გულწრფელი ადამიანები. თავმდაბალი ადამიანები, რომლისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება…- “დრონი მეფობენ და არა მეფენი”… იმედი მაქვს მოვახერხებ, ჩემი ბიჭები ისე გავზარდო, რომ მათთვისაც ეს ფასეულობა იყოს უმთავრესი.”