7 იანვარი, 2016

პანტომიმის თეატრს კონკურსი შეუჩერეს

1pantomimis-teatri50 წლიანი ისტორიის მქონე პანტომიმის სახელმწიფო თეატრს, რომელმაც 9 აპრილის ბაღში გამოყოფილ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად კონკურსი გამოაცხადა, კონკურსიც შეუჩერეს და თეატრის ასაშენებელ ნებართვასაც არ აძლევენ.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

– კიდევ პრობლემა შეგვექმნა, კონკურსი რომ გამოვაცხადეთ, შეგვიჩერეს და ნებართვას არ გვაძლევენ თეატრის ასაშენებლად. ჩვენ მხილოდ ნებართვა გვინდოდა, ფინანსებიც ჩვენ გვაქვს და ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, მერიისგან მხოლოდ ნებართვა იყო საჭირო. სამწუხაროდ, შეგვაჩერეს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით! თან რაც საინტერესოა, ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფო თეატრს და ამაში ერთ კაპიკსაც არ ვითხოვთ.

– რა გახდა კონკურსის შეჩერების მიზეზი?

– ჩვენ დავხარჯეთ ფული კვლევებში, მერე კონკურსშიც…. გამწვანებამ ხეებს ჭრითო და პარტიზანი მებაღეებიც ახტნენ. არადა, ერთი ხეც არაა იმ ტერირორიაზე. მერე საბჭომაც სისულელეები მითხრა. მოკლედ, ვიღაც ახალგაზრდა გოგომ მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ თქვენ მანდ რესტორანს არ ააშენებთო… ანუ არც იცნობენ შალიკაშვილს და არც იციან პანტომიმის ერთადერთი თეატრი, რომელსაც კაცმა 50 შეწირა! მაგათმა რა არქიტექტურა უნდა შექმნან თბილისში საერთოდ!? ეს არის ხალხი, რომელიც ხელოვნებას არ აფასებს! ერთადერთი, მერიის კულტურის განყოფილება მეხმარება რაღაცეებში, ია მაქაცარიას და მის გუნდს ძალიან უნდათ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ მარტო ია ამას ვერ აგვარებს და ვერც მოაგვარებს.

– რას აპირებთ?

– ჩვენ არ გავჩერდებით! ახლა საახალწლო პერიოდი დაემთხვა და აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. თან თებერვლის 22-ში ლიცენზიას ვიღებთ საერთაშორისო ცენტრის გახსნის თაობაზე, რომელსაც 40 ქვეყანა აწერს ხელს…