12 იანვარი, 2016

კრის ბოტი თბილისში ჩამოდის

1cris-botiმსოფლიოში ცნობილი მესაყვირე კრის ბოტი თბილისში ჩამოდის. ჯაზმენი და კომპოზიტორი საქართველოს დედაქალაქში სპეციალური ვიზიტით ბრუნდება. ორდღიან საკონცერტო სერიაში კრის ბოტისთან ერთად მსმენელის წინაშე ქართველი საოპერო მომღერალი წარსდგება.

ინფორმაციას დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს:

“ამ ყმაწვილს ჩემს მშობლიურ თბილისში ვუშვებ და მე მის მშობლიურ ნიუ იორკში ვრჩები!
პირველი შემთხვევაა, თბილისში ერთად რომ არ ვიდგებით სცენაზე, გული გვწყდება ორივეს…

ჩემი ბანკის SOLO-ს კლიენტებს კი წინ სიამოვნება ელით თბილისის საკონცერტო დარბაზში კრის ბოტის და მისი არაჩვეულებრივი ბენდის მოსმენის სახით!!! განსაკუთრებულად კი ის მახარებს, რომ კონცერტის Guert Performer-ი ჩვენი შესანიშნავი მომღერალი, ტენორი ოთო ჯორჯიკია იქნება!!!”

კრის ბოტის კონცერტები თბილისში 14 და 15 იანვარს გაიმართება.