28 იანვარი, 2016

დუტა სატელევიზიო ეთერს უბრუნდება

1dutaხანმოკლე პაუზის შემდეგ, მსახიობი დუტა სხირტლაძე სატელევიზიო ეთერს უბრუნდება.

ტელეკომპანია “იმედის” გადაწყვეტილებით, სულ მალე დაიწყება ინტელექტუალური შოუ, რომელსაც დუტა სხირტლაძე გაუძღვება და მის მიერ წაყვანილ გადაცემათა რიცხვს კიდევ ერთი შეემატება.

„ცოდნა ფულია“ – ასე ეწოდება ერთსაათიან სახალხო შოუს და ვიქტორინას. მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს 16 წელს ზევით.

13 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში შოუში მონაწილეები მოიგებენ 25.000 ლარს ან მეტს, რადგან მაქსიმალური თანხა განსაზღვრული არ არის.