19 დეკემბერი, 2015

რეზო გაბრიაძის იუბილე მოსკოვში აღინიშნება

1rezo-gabriadzeმარიონეტების თეატრის დამაარსებლის რეზო გაბრიაძის იუბილე მოსკოვში აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანს საიუბილეო თარიღი მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება, სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.

რეჟისორს, სცენარიტს, მხატვარსა და უბრალოდ უნიჭიერეს ადამიანს რუსეთის დედაქალაქში 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზულ გამოფენას უწყობენ.

2016 წლის 12 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით მოსკოვის მუზემში გაიმართება რეზო გაბრიაძის ნამუშევრების მულტიმედიური გამოფენა, რომელიც ოსტატის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.

გამოფენის პარალელურად, მოსკოვში მარიონეტების თეატრის გასტროლი გაიმართება. მაყურებელი თეატრის რეპერტუარში არსებულ ოთხ სპექტაკლს ნახავს “რამონა”, “სტალინგრადი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა” და “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”.