24 დეკემბერი, 2015

პაატა ბურჭულაძე ,,იავნანას’’ აღარ უხელმძღვანელებს

1paata-burchuladze-iavnanas-agar-uxelmdzgvanelebsპაატა ბურჭულაძე მის მიერ წლების წინ დაარსებულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს “იავნანა” აღარ უხელმძღვანელებს. ფონდს, რომელმაც არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი უსასყიდლოდ ჩამოიყვანა საქართველოში და ასობით ბავშვის მზრუნველობა ითავა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ეს ინფორმაცია მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა თავად გააკეთა. მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” დააარსა, გააუქმა ყველა დაგეგმილი გასტროლი უცხოეთში, ხოლო “იავნანას” ხელმძღვანელად ფონდის დირექტორი გურამ ახალაია დანიშნა.

პაატა ბურჭულაძე “იავნანას” გარდა, ფონდის “ივერიისა” ხელმძღვანელიც არის, რომელიც მახათას მთაზე ეკლესიას აშენებს. საოპერო მომღერლის გადაწყვეტილებით, ტაძრის მშენებლობას გამგეობა და ქტიტორთა საბჭო გააგრძელებს.