9 დეკემბერი, 2015

მერაბ ნინიძეს ახალი წოდება მიენიჭა

1merab-ninidze-babua-gaxdaმსახიობ მერაბ ნინიძეს ახალი წოდება მიენიჭა. ხელოვანი საქართველოში ცოტა ხნით დაბრუნდა. მან თავის ერთგულ მაყურებელს სიახლე შესთავაზა – წარუდგინა ემიგრანტის ავტობიოგრაფიული წიგნი “მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე”, რომელშიც მერაბ ნინიძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდებია გაერთიანებული.
წიგნი ელვის სისწრაფით გაიყიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მის პრეზენტაციაზეც უამრავი ადამიანი მივიდა.

მერაბ ნინიძემ ამ სიხარულის გააზრება ვერც მოასწრო, რომ ქალიშვილმა მარიამ ნინიძემ მას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა, შვილიშვილი აჩუქა და სრულიად ახალი – ბაბუის წოდება მიანიჭა.

მარიამ ნინიძე თავის რჩეულზე, ოთარ შუბითიძეზე გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდა. წყვილს პირველი შვილი ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს შეეძინა, ამიტომაც მშობლებმა მას ალექსანდრე დაარქვეს.

მარიამმა სოციალურ ქსელში პატარა ალექსანდრე შუბითიძის დაბადების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა და მერაბ ნინიძეს ახალი სტატუსის – ბაბუის გათავისება შესთავაზა.