19 დეკემბერი, 2015

გურამ ოდიშარიას წიგნი საუკეთესოდ დასახელდა

1guram-odisharias-wigniქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას წიგნი “სოხუმში მოსალოდნელია წვიმა” საუკეთესოდ დასახელდა.

“ეს იმ ადამიანის ლექსები და პროზაა, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს ყველაფერი დაკარგა. ამჟამად შემოქმედი თავის მდიდარ მოგონებებს მკითხველებს უზიარებს. სამშობლო კი მის ღრმა ქვეცნობიერში ცხოვრობს,” – ასე აფასებს გურამ ოდიშარიას კრებულს არტ-კრიტიკოსი და ჟურნალისტი იგორ ბონდარ-ტერეშენკო.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით უკრაინულ ენაზე გამოცემული გურამ ოდიშარიას წიგნი 2015 წლის 10 საუკეთესო უკაინულენოვან თარგმანს შორის მოხვდა. წიგნი უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

იგორ ბონდარ-ტერეშენკომ უცხოელი ავტორების 10 მთავარი წიგნი დაასახელა. ჩამონათვალში გურამ ოდიშარიასთან ერთად მოხვდა მიშელ უელბეკი, პატრიკ ოურჟედნიკი, ჯამბატისტა ბაზილე, ჩაკ პოლანიკი, ემირ კუსტურიცა, ენრიკე ვილა-მატასა, ტერი გილიამი, ენდი უორჰოლი, ინგებორგა ბაჰმანი და პაულ ცელანი.