29 ნოემბერი, 2015

თელავის თეატრში 26 წლიანი პაუზა დასრულებულია

telavis-teatri1თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 26 წლიანი პაუზა დასრულებულია.

სასიხარულო ინფორმაციას თელავის თეატრის ერთგული მეგობრებისთვის, მაყურებლებისთვის, თანაქალაქელებისთვის თავად თელავის თეატრი ავრცელებს:

“გვინდა გაგაცნოთ სასიხარულო ინფორმაცია – თელავის თეატრი მიემგზავრება ქალაქ მინსკში, XII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “თეატრალური კუფარი”, რომელიც ჩატარდება წელს, 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე. წარმოგდენილი იქნება სარა კეინის “ფსიქოზი 4,48″, რეჟისორი კიტა როყვა.

მნიშვნელოვანია, რომ 1989 წლის შემდეგ თეატრი არასდროს ყოფილა გასტროლზე საზღვარგარეთ. ვფიქრობთ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თეატრის განვითარებაში.”