22 ნოემბერი, 2015

საბავშვო ევროვიზია მალტამ მოიგო

1maltaსაბავშვო ევროვიზია 2015-ის გამარჯვებული მალტა გახდა. 13 წლის დესტინიმ უმაღლესი ქულები დაიმსახურა და კონკურსის ლიდერობაც შეინარჩუნა. მალტამ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი უკვე მეორედ მოიგო.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის საპრიზო ადგილებზე გასული სამეული ასე გამოიყურება: მალტა – 185 ქულა, სომხეთი – 176 ქულა და ბელარუსი – 112 ქულა.

საქართველოს წარმომადგენელმა წლევანდელ ევროვიზიაზე ჯგუფმა “ვირუსი” სიმღერით “გაბედე” 51 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

წელს საბავშვო ევროვიზიაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. დებიუტანტი იყო ავსტრალია, რომელმაც 64 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.