2 ნოემბერი, 2015

,,მის საქართველო 2015’’ ნუკა ყარალაშვილი გახდა

1mis-qakartvelo-2015„მის საქართველო 2015″ გამოვლენილია. ბათუმში ჩატარებულმა სილამაზის კონკურსმა საუკეთესო დაასახელა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 21 კონკურსანტი გოგონადან გამარჯვებული 24 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. ის სამოდელო ბიზნესში კარგა ხანია მოღვაწეობს და გარკვეულ წარმატებებსაც უკვე მიაღწია.

“მის საქართველოს” წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ლამაზმანებმა მიიღეს. ფინალისთვის კი ორგანიზატორებმა და ჟიურიმ 21 გოგონა შეარჩიეს. ფინალისტები გახდნენ კონკურსანტები თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, ქარელიდან და ზუგდიდიდან.

“მის საქართველო 2015”-ს გარდამავალი გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა ანა ზუბაშვილმა დაადგა თავზე. ნუკას საჩუქრად ახალ წოდებასთან ერთად გამარჯვებულისთვის დაწესებული ახალთ-ახალი მანქანაც გადაეცა. ნუკა საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე წარადგენს.