ბერლინის, მილანის, ლონდონის, ნიუ-იორკის, მოსკოვის და სტამბოლის შემდეგ, Mercedes‐Benz-ის მოდის კვირეული თბილისშიც ჩატარდება.
ზურა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას 21 დიზაინერი მიიღებს და თავის უახლეს კოლექციებს წარმოადგენს.
Mercedes‐Benz-ის მოდის კვირეულს ავთანდილი გახსნის. კვირეულის ფარგლებში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ანუკა ქებურია, თამუნა ინგოროყვა, აკა ნანიტაშვილი, დიანა ქვარიანი, ატელიე კიკალა.
5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, დედაქალაქს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერი და ბლოგერი ეწვევა.
მათთან ერთად Mercedes‐Benz-ის მოდის კვირეულის გასაშუქებლად მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები და მედიასაშუალებები ჩამოვლენ.