27 ნოემბერი, 2015

ხატია ბუნიათიშვილის მსოფლიო წარმატება

1xatiaპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი წლებია უცხოეთში ცხოვრობს და თავისი წარმატებული საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უწევს პოპულარიზაციას. მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და კონკურსებზე ქართველი პიანისტი ყოველთვის სასურველი სტუმარია.

მართალია ხელოვანს წარმატებები და მსოფლიო აღიარება არ აკლია, მაგრამ ამჯერად ხატიას შემოქმედებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. პიანისტი თანამშრომლობას იწყებს მსოფლიოში ცნობილ როკ-ჯგუფთან Coldplay, რომელიც თავის ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას. ინფორმაცია ოფიციალურია და დადასტურებულიც.

ხატიასთან ერთად ჯგუფის ახალი ალბომის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ ბიონსე, მერი კლეიტონი, ნოელ გალაჰერი.

ალბომზე სახელწოდებით „Head fool of dreams“ მუშაობა უკვე დაწყებულია. ინტერნეტში გავრცელდა ნაწყვეტები იმ სიმღერებიდან, რომლებიც ჯგუფის ახალ ალბომში შევა. ახალ მუსიკალურ კომპოზიციებს შორის ერთ-ერთია “Kaleidoscope”. მელოდიას ტექსტად ცნობილი სუფისტი პოეტის ჯალალედინ რუმის ”The Guest House” შეურჩიეს. ლექსი ინგლისურ ენაზე ჯგუფის სოლისტმა კრის მარტინმა თარგმნა. ამ კომპოზიციაში ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც მონაწილეობს, რომელიც  „Amazing Grace“-ს მღერის. ჩანაწერი კრის ბრაუნმა სამი წლის წინ გააკეთა და ახლა თავის ახალ სიმღერაში გამოიყენებს. კომპოზიციას კრიტიკოსებმა უკვე უწოდეს ალბომის ცენტრალური სიმღერა, რომელსაც აკომპანიმენტს ხატია ბუნიათიშვილი გაუწევს.