18 ნოემბერი, 2015

ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი ესპანეთში

1sabaleto-dasiმსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი „SERANADE” ესპანეთში იქნება წარმოდგენილი. ბალეტს მაყურებელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი შესთავაზებს.

ქართველი მოცეკვავეები გასტროლზე ესპანეთში მიემგზავრებიან და ლეონში, ვიქტორიასა და ბილბაოში სპეციალურ პროგრამას წარმოადგენენ.

ესპანური გასტროლის ეგიდით საბალეტო დასის გასტროლი 15 დეკემბერს დაიწყება და ესპანელი მაყურებლის წინაშე პირველად ქალაქ ლეონში წარსდგება.

პირველ დღეს მოცეკვავეები შეასრულებენ  „SERANADE”-ს, „ZECH DANSE”-ს, „LE SPECTRE DE LA ROSE-ს, ხოლო 16 დეკემბერს პროგრამაშია „THE NUTCRACKER“ ალექსეი ფადეეჩევის რედაქციით.

საბალეტო დასის გასტროლი ესპანეთში 15-20 დეკემბერს გაიმართება.