25 ნოემბერი, 2015

ჯონ მალკოვიჩის ფილმი, რომელსაც ვერ ნახავთ

1john-malkovichმსოფლიოში ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თავის ერთგულ მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს. ვარსკვლავმა დაიწყო მუშაობა ფილმზე, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიო კინოს ისტორიაში და ის უკვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

კონიაკის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ბრენდმა “ლუი მეცამეტე” საკუთარი არსებობის ასი წლის იუბილეზე ზრუნვა ახლავე დაიწყო და დაგეგმა ფილმის გადაღება “ასი წელი”. ფილმის რეჟისორი რობერტ როდრიგესია, რომელსაც გადაღებული აქვს ფილმები “დესპერადო”, “ფაკულტეტი”, “ჯაშუში ბავშვები”. რობერტ როდრიგესთან ერთად უმსხვილესი კომპანიის გადაწყვეტილებით, ფილმზე ჯონ მალკოვიჩიც იმუშავებს.

“ლუი მეცამეტე” ფილმის პრემიერისთვის მზადებასაც აქტიურად შეუდგა. კომპანიის წარმომადგენლობამ რკინისგან გამოჭრილი 1000 ბილეთი გაუგზავნა “გავლენიან ადამიანებს” თხოვნით, გადასცენ ბილეთები თავიანთ შთამომავლებს, რათა 2115 წლისთვის ვინც ცოცხალი იქნება, სწორედ ის დაესწროს ფილმის პრემიერას.

ფილმთან დაკავშირებით ნებისმიერი დეტალი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. რეჟისორი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ისტორია ემოციურად იქნება დატვირთული. ის რაც საბოლოოდ დასრულებულ ფილმში მოხვდება, ინტერნეტში არ გავრცელებულა. ეს არის პირველი პრეცედენტი ისტორიაში, როდესაც ფილმის პრემიერის დროს მისი გადამღები ჯგუფიდან ცოცხალი აღარავინ იქნება.

შემოქმედებითმა ჯგუფმა ფილმის პრემიერის თარიღი უკვე დაასახელა – “ასი წელი” დროის კაფსულაში ჩაიდება და 2115 წლის 18 ნოემბერს გაიხსნება.