1 ნოემბერი, 2015

დავით დეფის სცემეს

1defiნოველისტს და პოეტს დავით დეფის სცემეს. შემთხვევა გვიან ღამით თბილისში მოხდა. მწერალი და მისი მეუღლე მაღაზიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც დეფის უცნობი პირი თავს დაესხა.

როგორც მწერალი ამბობს, დაპირისპირება მისი ერთ-ერთი ნაწარმოების გამო დაიწყო, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დავით დეფის განცხადებით, მოქალაქის აგრესია მისმა ხედვებმა და ღია განცხადებებმა გამოიწვია.

მწერალს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი თავადაც გასცა.