27 ნოემბერი, 2015

,,ერისიონი’’ 130 წლისაა

1erisioniქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” იუბილარია.

130 წლის იუბილეს ანსამბლი მთელი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გამართულ კონცერტებით აღნიშნავდა. დამაგვირგვინებელი კონცერტი თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ პროგრამით წარსდგება. ფილარმონიის ფოიეში “ერისიონის” საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია მოეწყობა. ალბომში წარმოდგენილია თანამედროვე “ერისიონი” და 130 წლის ისტორია.

უძველესი ანსამბლი უკვე საუკუნეზე მეტია სცენაზე აცოცხლებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ხელოვნებას, რომელიც მსოფლიოს აოცებს. “ერისიონი” ბოლო 30 წელია კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე წარმატებით მართავს და ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით შექმნილ შოუ პროგრამებს წარადგენს.

“ერისიონი” ფლობს ოქროს დისკს, რომელიც 2002 წელს გადაეცა პარიზში, რაც ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ანსამბლის ჰანგები კომპანია “უნივერსალის” მიერ გამოცემულ მუსიკალურ კრებულში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების ფრედი მერკურის, მარია კალასის, მონსერატ კაბალიეს, ლუჩანო პავაროტის, ხოსე კარერასის გვერდით არის წარმოდგენილი. “ერისიონის” მიერ ნამღერი “ჩაკრულო” კი ნასამ კოსმოსში გაუშვა.

იუბილარი ანსამბლის კონცერტი თბილისში 27 ნოემბერს გაიმართება.