23 ოქტომბერი, 2015

ვინ აცხადებს პრეტენზიას ოქონის ტრიპტიკონზე?

1oqonis-xatiუნიკალურ ოქონის ტრიპტიკონს პრეტენდენტები გამოუჩნდნენ.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და X საუკუნის მიწურულით არის დათარიღებული. მეცნიერთა აზრით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა, XII საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა.

ხატი წლების წინ ცხინვალის მუზეუმიდან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, 2001 წელს კი ჟენევაში კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა და აუქციონზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სლოტად დარეგისტრირდა.

უნიკალურ ქართულ საგანძურზე პრეტენზიები გააჩნია ოკუპირებული ცხინვალს. ოფიციალური თბილისისგან არაღიარებული მთავრობის წარმომადგენელი ოქონის ტრიპტიკონის ცხინვალის მუზეუმისთვის გადაცემას ითხოვს. საოკუპაციო რეჟიმს სიწმინდესთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნის დაყენება ჟენევის მოლაპარაკებებზე აქვს გადაწყვეტილი.

ოქონის ტრიპტიკონი საქართველოში 2004 წელს ჩამოიტანეს და ის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს გადაეცა.