16 ოქტომბერი, 2015

საჩუქარი თბილისს

1sachuqari17 ოქტომბრიდან თბილისობის დღესასწაულის დაწყებასთან ერთად თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს კიდევ ერთი საჩუქარი ელით. ერთი თვის განმავლობაში დედაქალაქი მსოფლიო ხელოვნების ეპიცენტრი გახდება.

თბილისში გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური წარმოდგენა, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ცნობილ რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრის კრიტიკოსებს.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი “საჩუქარი” წარმოადგენს სიმონ მაჩაბელისა და ნატალია კლდიაშვილის პერსონალურ გამოფენებს. პირველად იტალიის საელჩოსა და ფლორენციის ფესტივალის „ინტერსითის“ ორგანიზებით, მოდერატორი მიქელე პანელა იტალიური თეატრის შესახებ ისაუბრებს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 17 ნოემბერს დაიხურება.