21 ოქტომბერი, 2015

რეზო კიკნაძეს სპეციალური ორდენი მიანიჭეს

1rezo-kiknadze-daajildovesვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს რეზო კიკნაძეს სპეციალური პრიზი მიანიჭეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კონსერვატორიაში გაიმართა.

ჯილდოს გადასაცემად კონსერვატორიას პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე მონიკა სმოლენი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩიეშკოვსკი და პოლონური დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ და რეზო კიკნაძე პოლონურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის სამი ქალაქის კრაკოვის, პოზნანისა და კატოიცის მუსიკის აკადემიებთან ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, წელს მიღებული აქვს ერასმუსი კრაკოვის მუსიკის აკადემიასთან. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტთან ერთად ხშირად ხორციელდება პროექტები, განსაკუთრებით სტუდენტური ორკესტრის კუთხით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ყოველ წელს აგზავნის სტუდენტებს პოლონურ პროექტში I, Culture Orchestra, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამორჩეული სტუდენტები მონაწილეობენ.