,,რაის ნასოსი?!’’ კინოთეატრებში გამოდის

1rais-nasosi1რეჟისორ გია კაჭარავას ფილმი “რაის ნასოსი?!” საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. “მაიტა ნასოსის” გაგრძელებას მაყურებელი ორ კვირაში ნახავს.

ფილმში მთავარ როლებს ფილმის რეჟისორი გია კაჭარავა, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მომღერლები ნინი წიკლაური და დათო კენჭიაშვილი ასრულებენ.

ახალ ქართულ კომედიაში ასევე გადაღებული არიან მერაბ სანოძე იგივე სანო, ბუბა მანთაძე, შონზო, დავით ქაცარავა, დათო როსტომაშვილი, ჯაბა კილაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, დონარა გვრიტიშვილი, ბიძინა მახარაძე, იური მეჩითოვი, გია ჯაჯანიძე, გივი სიხარულიძე, კაბუ.

ფილმის გადაღებები რამდენიმე თვის განმავლობაში სვანეთში, თბილისში და მცხეთაში მიმდინარეობდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფილმის ტრეილერი.