9 ოქტომბერი, 2015

ქართველმა მხატვარმა გერმანიაში გაიმარჯვა

1salome-elanidzeქართველმა მხატვარმა გერმანიის ქალაქ დრეზდენში გაიმარჯვა, სადაც ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. დრეზდენის პლენერში სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მესამე კურსის ფერწერისა და გრაფიკის მიმართულების ექვსი სტუდენტი გაემგზავრა.

ახალგაზრდებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და კონკურსის ყველა საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მთავარი ჯილდო, კანალეტოს პრიზი მოიპოვა სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტმა სალომე ელანიძემ, სტუდენტ გაიოზ ჯინჭარაძის ნამუშევარმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა და სპეციალურად მისთვის დაწესებული პრიზით დაჯილდოვდა.

დრეზდენის პლენერში გამარჯვებული აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა და მათი გაცნობა ქართველ დამთვალიერებელსაც შეეძლო.