8 ოქტომბერი, 2015

ოთარ ჭილაძის საერთაშორისო წარმატება

1otar-chiladzeმწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული კლასიკოს მწერლად. მისი შემოქმედება არასდროს ტოვებდა გულგრილს მკითხველს. ოთარ ჭილაძე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და მისი რომანები თუ ლექსები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება.

მას შემდეგ, რაც მწერლის რომანი ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” თურქულად ითარგმნა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობამ ikona (სკოპიე) გამოსცა ოთარ ჭილაძის რომანის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ მაკედონიური თარგმანი. რომანის მთარგმნელი დეიან ტრაიკოვსია.

“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ის პირველად 1982 წელს გამოიცა, მეორედ კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ.

რომანში სიუჟეტი XIX საუკუნის საქართველოს ფონზე იშლება. მკითხველის თვალწინ იბადება ახალი ხასიათის ადამიანი, რომელმაც მომავალ ცხოვრებას დასაბამი უნდა მისცეს.