8 ოქტომბერი, 2015

ლიკა ღუღუნიშვილი დედა გახდა

1lika-gugunishviliმოცეკვავე ლიკა ღუღუნიშვილი, რომელიც მაყურებელმა “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო, დედა გახდა. ლიკამ პროექტის მხოლოდ სამ სეზონში მიიო მონაწილეობა.

ის პარტნიორობას მომღერალ ანრი ჯოხაძეს, მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს და ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს უწევდა. სამივე შემთხვევაში ლიკამ პროექტი თავის მეწყვილეებთან ერთად მალევე დატოვა.

ლიკას და მის მეუღლეს გურამ ჯაფარიძეს 2 წლის გოგონა ბარბარე უკვე ჰყავთ. მათ მეორე შვილი ბიჭი შეეძინათ.

პატარას ფოტოები მოცეკვავემ სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლშია. ლიკამ და მისმა პატარამ უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

1lika-gugunishvili-deda-gaxda