27 ოქტომბერი, 2015

იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნება

1sumbatashviliწელს ცნობილი ქართველი მხატვრის იოსებ სუმბათაშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. ხელოვანის საუკუნოვანი იუბილე გრანდიოზული გამოფენით აღინიშნება.

იოსებ სუმბათაშვილს ქართველ სეზანსაც უწოდებენ. სხვადასხვა წლებში მხატვარი იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, გააფორმა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისი”. თეატრის პარალელურად იოსებ სუმბათაშვილი ინტენსიურად მუშაობდა კინემატოგრაფიაში და შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, „მაგდანას ლურჯა“.

მხატვარი 97 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. მისი 100 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში აღინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“წელს ქართველი სეზანის – იოსებ სუმბათაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე სრულდება! ხელოვნების სასახლე გრანდიოზულ გამოფენას მოაწყობს, გამოვა სუმბათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი დიდი კატალოგიც. გახსოვთ პოლ სეზანის “ოქროსფერი ბორცვი”, ჰოდა თუ გახსოვთ, მაშინ დააკვირდით იოსებ სუმბათაშვილის ამ შედევრს, ესკიზს სპექტაკლისათვის “ხარატაანთ კერა” და მიხვდებით, რომ საქართველოს არასოდეს დაუკარგავს კავშირი დასავლურ ხელოვნებასთან და ევროპული მხატვრობის ღირებულებებთან.”

2sumbatashvili