გარდა იმისა, რომ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” ბესტსელერია, მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. წიგნის ავტორი კიდევ ერთ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება.
გიორგი კეკელიძე:
“კარგი ამბავი – ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “გურული დღიურების” გარეკანი ნატა ავალიანის დიზაინით, “ნატვრის ხის” ახალი გამოცემის დიზაინთან ერთად ფინალშია. ათასობით გამოცემებს შორის მსოფლიოს 11 საუკეთესო გარეკანი შეირჩა და ორი ქართულია.”