3 ოქტომბერი, 2015

დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა

1davit-magradzeპოეტი დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა. ქართველ შემოქმედს, რომელიც ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში, სპეციალური წიგნი მიუძღვნეს.

„დათო მაღრაძის პოეზია, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – ასე უწოდეს იტალიურ გამოცემას, სადაც ქართველი პოეტის შემოქმედების შესახებ რეცენზიები და ლიტერატურის კრიტიკოსების მოსაზრებები გაერთიანდა.

საინტერესო რეცენზიები და შეფასებები პოეტზე, მის სამშობლოსა და ფასეულობებზე ერთ წიგნად გამოიცა.

კრიტიკოსი და გამომცემელი ჯულიანო ლადოლფი: “ევროპელებს გვგონია, რომ კონსტანტინოპოლიდან ბევრი რამ წავიღეთ, დათო მაღრაძის წიგნის კითხვისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მთავარი რამ იქ დაგვრჩა.”

ლიტერატურის კრიტიკოსი ფრანჩესკა ნერი: “დათო მაღრაძე არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს, ის თავისი ფასეულობებით, შემოქმედებით, ჩვენი, ყველას მონაპოვარია! ყველას გვამდიდრებს და რაც მთავარია, გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს.”

წიგნში შესული მასალები 2013 წელს იტალიაში გამართული დაჯილდოების ცერემონიის ერთგვარი ექოა, სადაც დავით მაღრაძეს პრესტიჟული პრემია გადაეცა.