9 ოქტომბერი, 2015

ამ სიმღერით წარსდგება საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე

1sabavshvo evroiziaსაქართველოს წელს საბავშვო ევროვიზიაზე კვარტეტი წარადგენს. მასში ლიზი თავბერიძე, ელენე კეჯრიშვილი, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი გაერთიანდნენ. კვარტეტს The Virus (ვირუსი) ეწოდება.

ვირუსი, რომელიც ყველას შეგეყრებათ! – ასეთია კვარტეტის მოწოდება.

საკონკურსო სიმღერა პატარა მომღერლებმა გიგა კუხიანიძესთან ერთად დაწერეს და მას “გაბედე” დაარქვეს. ტექსტი სიმღერისთვის ერეკლე დეისაძემ დაწერა, არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა, კლიპი გიგა კუხიანიძემ და რამაზ გუნავამ გადაიღეს, ბავშვების იმიჯზე კი დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა.

კლიპის პრემიერა საქართველოში უკვე გაიმართა, ევროპული მაუწყებლების ეთერში რამდენიმე დღეში დატრიალდება და ქართული ვირუსი ევროპას დაიპყრობს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე პირველად მარიამ რომელაშვილმა წარადგინა და მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროვიზიაში საქართველოდან მონაწილეობდნენ ჯგუფები “ლურჯი პრინცესები”, “ქენდი”, “ბზიკები”, “ფანქიდსი”. საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ორჯერ გახდა – “ბზიკებმა“ და „ქენდიმ“ ევროფესტივალის კონკურსანტთა შორის გამარჯვება მოიპოვეს.

წელს საბავშვო ევროვიზიაში 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ქართული დელეგაცია კონკურსზე 15 ნოემბერს გაემგზავრება. ფინალურ გალაკონცერტს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 21 ნოემბერს უმასპინძლებს.

საქართველოს ქულებს ევროპას საბავშვო ევროვიზიის შარშანდელი კონკურსანტი ლიზი პოპი გააცნობს.