17 სექტემბერი, 2015

სუხიშვილები მორაგბეთა მხარდასაჭერად

1suxishvilebiსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში ლონდონში, ჰიბერნია უორფზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურული პროგრამა.

კონცერტს გამართავს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“.

ქართული კულტურული პროგრამის ეგიდით მოეწყობა ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების „ქართული სუვენირების“ გამოფენა და წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო.