11 სექტემბერი, 2015

დუტას თანაწამყვანი ცნობილია

1dutaaThe Voice საქართველოს პროდიუსერები თანდათან ამხელენ იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც პროექტის მესამე სეზონზე იმუშავებენ.

ჟიურის ოთხივე წევრის წარდგენის გარდა, მათ საზოგადოებას შოუს წამყვანი, იმედის სახე, დუტა სხირტლაძეც წარუდგინეს. მისი თანაწამყვანის ვინაობა კი საიდუმლოდ დატოვეს.

ამჯერად The Voice საქართველომ დუტას თანაწამყვანის ვინაობაც გაამხილა. ის ეკა ამირეჯიბი იქნება. ეკა მაყურებელმა რუსთავი 2-ის დილიის გადაცემიდან “დილა მშვიდობისა საქართველო” გაიცნო.

ეკა ამირეჯიბმა რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, ამჯერად კი მან ტელევიზიის შეცვლა გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედში” მუსიკალურ შოუს The Voice საქართველოს დუტასთან ერთად წაიყვანს.

1eka-amirejibi