13 აგვისტო, 2015

სარაევოს კინოფესტივალში კიდევ ერთი ქართული ფილმი მონაწილეობს

1SARAJEVO-FILM-FESTIVAL-facebookბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო 14-22 აგვისტოს საერთაშორისო კინოფესტივალს 21-ედ უმასპინძლებს. წლევანდელ კინოფესტივალში დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “მამა” შემდეგ, კიდევ ერთი ქართული ფილმი მონაწილეობს.

ევროპულმა აკადემიამ მარიამ ხაჭვანის “დინოლა” 30-მდე ფესტივალზე აჩვენა, მათ შორის აღმოჩნდა სარაევოს კინოფესტივალიც. “დინოლა” კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მარიამ ხაჭვანია. 15 წუთიან ფილმში მონაწილეობენ ნუცი ხაფთანი, ქეთი ლორთქიფანიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე და დათუნა გულედანი.

– საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივი და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობა, – ასეთია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინოფსისი.