26 აგვისტო, 2015

ქართველი საოპერო მომღერალი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს

1irakli-murjikneliiiiiმსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის ელენე ობრაზცოვას ფონდმა წელს უკვე მეათედ ჩაატარა საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის. კონკურსის საპატიო პრეზიდენტი ვალერი გერგიევია, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 32 წლამდე საოპერო მომღერლებს.

წლევანდელ კონკურსში, რომელიც 18-25 აგვისტოს გაიმართა, 18 კონკურსანტი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. სანკტ-პეტერბურგში გამართული კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა მასში მონაწილე ქართველი საოპერო მომღერლისთვის. ირაკლი მურჯიკნელმა ამ კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო.

წელს კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიურიმ მოუსმინა და შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ფიორენცა კოსოტო (იტალია), ევა მარტონი (უნგრეთი), თამარა სინიავსკაია (რუსეთი), მაყვალა ქასრაშვილი (რუსეთი), ლარისა გერგიევა (რუსეთი), რიჩარდ ბონინგი (ავსტრალია), რიჩარდ რადზინსკი (აშშ), იოან ხოლენდერი (ავსტრია), მიგელ ლერინი (ესპანეთი), ანატოლი გუსევი (იტალია), რობერტ ექსპერი (საფრანგეთი), სონ ბინ კიმი (სამხრეთ კორეა).

1irakli-murjikneli