ქართველი ჯაზმომღერალი ნინო ქათამაძე ბელორუსში მიდის. ის და მისი ჯგუფი მონაწილეობას მიიღებენ კიდევ ერთ ფესტივალში. მათთან ერთად დაუკრავს სიმებიანი კვარტეტიც.
– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე დავასახელებთ ნინო ქათამაძეს ჩვენი ფესტივალის მთავარ სტუმრად და სავიზიტო ბარათად, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ბელორუსში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 8 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართება. ნინო ქათამაძემ 7 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი დახურა, რომელშიც მასთან და ინსაითთან ერთად მონაწილეობდნენ ნიკოლოზ რაჭველი, Georgian Brass და Philharmonic Strings.