8 აგვისტო, 2015

მარიამ ხაჭვანის ფილმი საფრანგეთის კინოფესტივალზე მოხვდა

1xachvaniiiiახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ, რეჟისორი თავად ავრცელებს. საუბარია მარიამის ფილმზე “დინოლა”, რომელიც უკვე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

მარიამ ხაჭვანი:

“ესპანეთმა ხომ ჩვენთვის გაიმეტა თითქმის ყველა პრიზი. “დინოლა” ასევე მოხვდა საფრანგეთში Best of International short films Festival-ზე .

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც მიუხედავად რთული პირობებისა მაქსიმალური გააკეთეს ამ ფილმისთვის.

მადლობა ვლადიმერ კაჭარავას, დალი ნარიმანიძეს, მინდია ესაძეს, გივიკოს, ლევან კუხაშვილს, ქეთი კალანდაძეს, დიმა არსანისს, ლინა ჩიკვაიძეს, ირაკლი სოლომონაშვილს, თაკო ჟორდანიას, ვანო გვარაძეს, ნიკა ფანიაშვილს, ავთო ყარაშვილს, პაპის, ეკა მჟავანაძეს, მამუკა ჩიხრაძეს, ნოდოს, მარინა იაკობიძეს, მალადეც განუგრავას, დათოს, ნუცი ხაფთანს, ქეთა ლორთქიფანიძეს, ვახო ჩაჩანიძეს, დათუნა გულედანს, გიშოს, ნუკრის, მოსეს, გუჯას და უშგულელებს.

“დედეს” გადაღებებს ვიწყებთ ათ დღეში, პალმა და ოსკარი ერქდა.”