9 აგვისტო, 2015

,,ღამის სერენადები 2015” იწყება

1gamis-serenadebiლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი ”ღამის სერენადები” იწყება. წელს ფესტივალი ბათუმსა და თბილისში ჩატარდება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ლიანა ისაკაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალზე ჩამოვლენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები და მოცარტის, მენდელსონის, ბახის, ჰენდელის, შოსონის, შუბერტის, ბრამსის, ელგარისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ფესტივალი ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში 25 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და საღამოებს 26, 28 და 30 აგვიტოს გამართავს. “ღამის სერენადებზე” დაუკრავს მსოფლიო კამერული ანსამბლი ვირტუოზები. საქართველოს ესტუმრებიან მუსიკოსები ინგლისიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან.

ლიანა ისაკაძის მოწვევით ბათუმში ჩამოვლენ დირიჟორი და მევიოლინე ლავარდ სკოუ ლარსენი, ასევე დირიჟორები ცეზარ ალვარესი, მუპაი ტანგი, იან-პასკალ ტორტელიე, მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი, ჩელისტები დენის შაპოვალოვი და იან-ერიკ გუსტაფსონი. ბათუმში ფესტივალის გახსნასა და დახურვაზე ლიანა ისაკაძე დაუკრავს.

2, 3 და 4 სექტემბერს “ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. ორი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, დასკვნითი კონცერტი 4 სექტემბერს – რედისონ ბლუ ივერიაში, შემოსავალი კი მთლიანად “სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება.